სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 15 ნოემბერი 2024, 23:03

სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული, – ამის შესახებ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ბაკურიანი 2025“-ის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ხაბარელის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, “ბაკურიანი 2025” თებერვალში, 1000-მდე სპორტსმენს 48 ქვეყნიდან უმასპინძლებს.

„პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საორგანიზაციო კომიტეტი გადმოიბარებს ამ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ საშეჯიბროდ მოამზადოს. ასევე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც საერთაშორისო ფედერაციებთან, ისე ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა 48 ქვეყნის წარმომადგენელი, ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით ამდენივე ოფიციალური პირი, ასევე ჩვენს ქვეყანას ეწვევიან სპორტსმენების ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები,საერთო ჯამში 4000-მდე ვიზიტორი“,- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

ცნობისთვის, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9-16 თებერვალს, ზამთრის სპორტის რვა სახეობაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხატია დეკანოიძე - ხვალ, ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს - ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის
ცესკო: ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ცესკო სხდომის ჩატარებას შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე - შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი
არქივი