შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 ნოემბერი 2024, 18:23

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება.

„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი. ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა ჩვენს პარლამენტს, მათ შორის მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დამაჯერებელი, 54 პროცენტით და მილიონ ას ოცი ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჩვენ უკან დგას ხალხი და ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ცესკო სხდომის ჩატარებას შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე - შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი
შალვა პაპუაშვილი: სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს
არქივი