შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 ნოემბერი 2024, 18:18

დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით, უნდოდათ გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ამაზე ვთქვით უარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაც ბოლო ორ წელიწად-ნახევარია ხდება, არის რეგიონში არსებული კონტექსტის გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტის მძევალი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ მომენტში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ვიღაცას ეწყინა, ვიღაცა გაბრაზდა, ვიღაცამ გაგვიგო, მიხვდა, რატომ არ გვინდა, ჩვენი ხალხი გავწიროთ ამ საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში. აღმოჩნდა, ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს უნდოდა, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ ამაზე ვთქვით უარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ცესკო სხდომის ჩატარებას შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე - შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი
შალვა პაპუაშვილი: სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს
არქივი