ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 15 ნოემბერი 2024, 17:52

მომიტინგეები ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

ისინი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბჟანია ადმინისტრაციის შენობაში არ იმყოფება. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ე.წ. სამართალდამცველები მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

ოკუპირებულ სოხუმში ვითარება დილიდან არის დაძაბული. ადამიანები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. მოგვიანებით ვითარება მიტინგზე უკონტროლო გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი