აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 15 ნოემბერი 2024, 15:57

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამის შესახებ "ტელეგრამ" არხი "D News Абхазия" იუწყება.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ცესკოში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ დაუსვით კითხვები, როგორი აპარატი შემოიტანეს - ეს არჩევნები ზუსტად იმ მეთოდით ჩატარდა, რა მეთოდიც ცესკოს მხრიდან დამტკიცდა
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია, ჩვენს საერთო, აფხაზი თანამოქალაქეების ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიზანი იყო, საქართველოსგან შეექმნათ ვასალური სახელმწიფო, რომელიც იმართება გარედან, დამოუკიდებლობისთვის ამის გამო ნამდვილად არ გვიბრძოლია
არქივი