აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერთან, შიგერუ იშიბასთან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |