ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 14 ნოემბერი 2024, 20:41

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ.

აღინიშნება, რომ 4.1 მილიარდი ევრო კიევს Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას დაეხმარება.

უკრაინამ ოქტომბერში შეიტანა განაცხადი Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში მეორე დაფინანსებისთვის. ევროკომისიამ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ კიევმა ამ დაფინანსებისთვის დამაკმაყოფილებლად შეასრულა ცხრა შეთანხმებული რეფორმა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნეს გარემო, შრომის ბაზარი, რეგიონული პოლიტიკა, ენერგეტიკის ბაზრობა და გარემოს დაცვა.

“ევროკომისიის მიერ უკრაინის 4.1 მილიარდი ევროს დაფინანსების მოთხოვნის პოზიტიური შეფასება კიდევ ერთი დასტურია უკრაინისადმი ევროპის მტკიცე ერთგულებისა, და ქვეყნის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე, როდესაც სასტიკ ომში იბრძვის,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - რუსულ კანონს რასაც უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ
შალვა პაპუაშვილი - არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის უზრუნველყოფას რეგიონში
ნიკოლოს სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
პროკურატურა: საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით
არქივი