ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: მმართველმა პარტიამ მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 14 ნოემბერი 2024, 10:14

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და რომლებმაც შეაფასეს დაშინებისა და ზეწოლის ატმოსფერო, რომელიც აღინიშნებოდა საარჩევნო პროცესში.

„ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე, არჩევნების დღეს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს. ადგილი ჰქონდა არათანაბარ პირობებს, რითაც ისარგებლა მმართველმა პარტიამ. მან გამოიყენა თავისი არსებითი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, ირწმუნებოდა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროკავშირის გზაზე დათრგუნა განსხვავებული აზრი. ამ ტაქტიკამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რომელიც შედარებით ფრაგმენტირებული რჩებოდა", - განაცხადა სხინასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა
ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა
მამუკა ხაზარაძე მიმართავს ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ
ლევან ნიკოლეიშვილი: სწორედ ასეთი ევროპა გვინდა ჩვენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალობას ხედავენ საქართველოში და არა ბორელი და ფონ დერ ლაიენი, რომლებიც ათას კორუფციულ სქემაში არიან უკვე მხილებულები
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებისგან, განსაკუთრებით ევროპარლამენტისგან, უკვე სიმართლეც კი გვიკვირს, ვინაიდან ამას გადაგვაჩვიეს
არქივი