კახა კალაძე: თუ მართლა პარლამენტში არშესვლა და სიების ჩახსნა უნდათ, შეიკრიბება პარლამენტი და არ შევიდნენ, მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 14 ნოემბერი 2024, 10:13

ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ პარტიული სიების ჩახსნის შესახებ განცხადებებს სისულელეს უწოდებს.

„ჩვეულებრივი სისულელეა განცხადებები, რაც ჩვენ ვნახეთ კონკრეტული პარტიების მონაწილეობით. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. თუ მართლა პარლამენტში არშესვლა უნდა და სიების ჩახსნა, შეიკრიბება პარლამენტი და ამის შემდეგ ჩვეულებრივად, არ შევიდნენ და მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ. მაგრამ ახლა რომ იციან, რომ შეუძლებელია, ამის გაჟღერება არის იმ ბინძური პოლიტიკის და სიცრუის ნაწილი, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა
ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა
მამუკა ხაზარაძე მიმართავს ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ
ლევან ნიკოლეიშვილი: სწორედ ასეთი ევროპა გვინდა ჩვენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალობას ხედავენ საქართველოში და არა ბორელი და ფონ დერ ლაიენი, რომლებიც ათას კორუფციულ სქემაში არიან უკვე მხილებულები
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებისგან, განსაკუთრებით ევროპარლამენტისგან, უკვე სიმართლეც კი გვიკვირს, ვინაიდან ამას გადაგვაჩვიეს
არქივი