9
14 ნოემბერი 2024, 08:51
„რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების შედეგად 218 მანდატს იღებს, რაც საკმარისია უმრავლესობის მოპოვებისთვის. წინასწარ შედეგებს Fox News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, 5 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 208 წევრი გაჰყავს.
რაც შეეხება კონგრესის სენატში ჩატარებულ არჩევნებს, იქ „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ამისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 53 კანონმდებელი ეყოლებათ, დემოკრატებს კი - 47.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |