დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი დაასახელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 13 ნოემბერი 2024, 10:49
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს რეტკლიფის მნიშვნელოვან საქმიანობას კონგრესში.

„ჯონ რეტკლიფი ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი ამერიკელ ხალხთან ერთად “, – აღნიშნავს ტრამპი.

ჯონ რეტკლიფი ტეხასის ყოფილი კონგრესმენი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მედია წერს, ის დემოკრატი კრიტიკოსების წინააღმდეგ ტრამპის აქტიური დამცველი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
პროკურორებმა მოითხოვეს, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა აეკრძალოს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: მმართველმა პარტიამ მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა
კახა კალაძე: თუ მართლა პარლამენტში არშესვლა და სიების ჩახსნა უნდათ, შეიკრიბება პარლამენტი და არ შევიდნენ, მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ
Fox News: „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს
არქივი