ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება, პარიზში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 10 ნოემბერი 2024, 23:39

ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში მომხდარი ძალადობის შემდეგ, ქალაქში დაახლოებით 4 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული. 2 500 პოლიციელი იქნება „სტად დე ფრანსის“ სტადიონის გარშემო, დამატებით 1 500 პოლიციელი კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება განთავსებული.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მაკრონის დასწრება მიზნად ისახავს „სოლიდარობის გზავნილის გადაცემას ამსტერდამში მომხდარი ანტისემიტური აქტების შემდეგ“.

ისრაელი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ 14 ნოემბერს პარიზში საფრანგეთისა და ისრაელის ნაკრებებს შორის დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე დასწრებისგან, ასევე საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე დასწრებისგან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი