დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 10 ნოემბერი 2024, 23:30

დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია, - განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა.

მან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი პერიოდში გაცილებით სხვა სიტუაციაა, ვიდრე წინა წლებში იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს გეოპოლიტიკა შეიცვალა.

„არ არსებობს ურთიერთობები პრობლემების გარეშე და იქ, სადაც არის მეგობრობაზე საუბარი, სადაც არის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. ბუნებრივია, ჩვენც ამ პროცესების ნაწილი ვართ.

დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთობლივად დავძლევთ და ჩვენი ურთიერთობები არა თუ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ თვისობრივად ახალ დონეზე ავა და გამყარდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი