ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთნაირად უყურებენ ირანისგან მომდინარე საფრთხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 10 ნოემბერი 2024, 22:06

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთნაირად უყურებენ ირანისგან მომდინარე საფრთხეს.

განცხადებაში ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ტრამპთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამჯერ ისაუბრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეს საუბრები „მნიშვნელოვნად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.

„ეს იყო კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები. ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ ირანის საფრთხეს და მისგან მომდინარე საშიშროებას. ასევე, ვხედავთ იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც ისრაელის წინაშე დგას, როგორც მშვიდობის გაფართოების, ასევე სხვა სფეროებში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი თავისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი