დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 სექტემბერი 2024, 18:15

„ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ცდებიან ის წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებაზე ასეთი ზეწოლის ინსტრუმენტებს იყენებენ. რატომღაც, მათ არ იციან ქართველი ამომრჩევლის ბუნება. როდესაც ასეთი უსამართლო ინსტრუმენტებით ცდილობ, შეზღუდო, რა თქმა უნდა, ზამბარისებური რეაქცია იქნება და სწორედ ეს ზამბარისებური რეაქცია გამოიწვევს საარჩევნოდ უფრო მაღალ შედეგს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

დაბალი დეტონაციის რყევები იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, დაიცავს კანონს და კანონი იქნება ძირითადი დამცველი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტნიორების იმ ნაწილს, რომელიც ხელოვნურად შეეცდება, ისე როგორც ისფედის ნაწილში შეეცადნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები გაეყალბებინათ, მათაც მოუწევთ რეალობის აღიარება და თუკი შეეცდებიან, გაყალბების მცდელობა სადმე დააფიქსირონ, მათ მოუწევთ დაზუსტება, რატომ არის გაყალბებული. ასე, რომ „იმიტომ“ უბრალოდ არ გამოვა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ლეგენდების ნაკრები „მილანთან“ პენალტების სერიაში - 3:1 დამარცხდა
მეუფე იაკობი - არავის ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ!
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
არქივი