უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 სექტემბერი 2024, 18:10

კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

სიბიგამ აღნიშნა, რომ საუბარია ატომური სადგურების გადამანაწილებელ მოწყობილობებზე და გადაცემის ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოდ მუშაობისთვის.

„ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაციას უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო”, - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ატომური სადგური (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური) დაიპყრო და ამით მსოფლიოს აშანტაჟებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ლეგენდების ნაკრები „მილანთან“ პენალტების სერიაში - 3:1 დამარცხდა
მეუფე იაკობი - არავის ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ!
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
არქივი