„ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, ძლიერი და შეურყეველი - ეს იქნება პასუხი მშვიდობისთვის, ჩვენი ღირსებისთვის“ - პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 21 სექტემბერი 2024, 17:21

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, თხილნარისა და ზედა თხილნარის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე გაეცნო მოსახლეობის ამჟამინდელ საჭიროებებს.

„ხალხის მხარდაჭერა და მათი ნდობა ჩვენი გუნდისადმი მაძლევს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას, რომ დავდგე საქართველოს მომავლის სამსახურში. 26 ოქტომბერი არ არის უბრალო არჩევნები – ამ დღეს ჩვენს არჩევანს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ფასეულობები და ისტორია. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს სწორედ ის, რაც საუკუნეების მანძილზე განამტკიცებდა ჩვენს ქვეყანას – ჩვენი რწმენა, თავისუფლება და სიყვარულით სავსე გულები“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

დელეგატის თქმით, 26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი დიდი შერიგებისა აფხაზ და ოს ძმებთან.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინდია დიასამიძე- დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ ირემაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
უკრაინული მედია: „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ის მოწამლეს
არქივი