ირაკლი კირცხალია: ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 21 სექტემბერი 2024, 15:46

ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშში ასახულ ფაქტებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქართველი „ენჯეოები“ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ.

მისი თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა - „ენჯეოები“.

„სიტყვა უსამშობლოს როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი მიზეზები და სწორედ ეს ქმედებებია უსამშობლოების ნათელი მაგალითი და დასტური. როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი იდგა, სწორედ მათი თამადობითა და თაოსნობით, როგორ დარბოდნენ მათი წარმომადგენლები და არა მხოლოდ მათ, კაბინეტ-კაბინეტ ევროპარლამენტსა თუ ცალკეულ ქვეყნებში და როგორ არწმუნებდნენ, რომ არცერთ შემთხვევაში ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ, რადგან ამას მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ მიიწერსო“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
უკრაინული მედია: „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ის მოწამლეს
არქივი