იონათამიშვილი ხეჩუაშვილზე: ახლაც პროვოკაციის გამო იქნებოდა შემოსული, ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 სექტემბერი 2024, 14:23

„ეს ადამიანი არის ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი, ახლაც პროვოკაციის გამო იქნებოდა შემოსული საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში კანონდარღვევით შემოსვლას.

იონათამიშვილის თქმით, უნდა გასცეს პასუხი კითხვებს - ვის დაკვეთას ასრულებდა ის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას და ახლა რა კონკრეტული დავალებით შემოვიდა საქართველოში:

„ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი. ბოლოს როდესაც საქართველოში იმყოფებოდა წინასაარჩევნოდ, მან სცადა თარგამაძის აფეთქება და რა თქმა უნდა, ეს იყო მისი მხრიდან კონკრეტული დავალების შესრულების მცდელობა. ახლაც პროვოკაციის გამო იქნებოდა შემოსული საქართველოში.

როგორც ჩანს, ისევ ასეთი დანაშაულებრივი დავალებები მიიღო და მის აღსასრულებლად შემოვიდა. ამ ადამიანებისთვის დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ჩვეულია. ისინი რომ ადამიანების სიცოცხლესაც არ დაგიდევენ, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ და დასტურდება მათივე დანაშაულებრივ-კრიმინალური ბიოგრაფიით.

აქედან გამომდინარე, მთავარი კითხვა ჩვენი საზოგადოებისთვის არის ერთი, მისცეს მან ჩვენება თარგამაძის საქმეზე და აღიაროს, ვის დავალებას ასრულებდა და მეორე - თქვას, ახლა ვის დავალებას ასრულებდა და რა კონკრეტული დავალებები ჰქონდა აქ პროვოკაციის მოსაწყობად“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
უკრაინული მედია: „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ის მოწამლეს
არქივი