ირაკლი კირცხალია: კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 სექტემბერი 2024, 14:20

კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

იგი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშში ასახულ ფაქტებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქართველი „ენჯეოები“ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ.

„სიტყვა უსამშობლოს როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი მიზეზები და სწორედ ეს ქმედებებია უსამშობლოების ნათელი მაგალითი და დასტური. როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი იდგა, სწორედ მათი თამადობითა და თაოსნობით, როგორ დარბოდნენ მათი წარმომადგენლები და არა მხოლოდ მათ, კაბინეტ-კაბინეტ ევროპარლამენტსა თუ ცალკეულ ქვეყნებში და როგორ არწმუნებდნენ, რომ არცერთ შემთხვევაში ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ, რადგან ამას მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ მიიწერსო“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: ვიფიქროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე დიდი სიყვარულით, დიდი მოკრძალებით - თაყვანი ვცეთ მას ისე, რომ ღირსი გავხდეთ, ვიყოთ მასთან ერთად ადამიანთა იმ მოდგმის ნაწილი, რომლისგანაც იშვა ღმერთი
პარალიზებული მაღაროები და მილიონობით ზარალი - რადიკალური ჯგუფის ექვსთვიანი პროტესტის შედეგად ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა
„ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, ძლიერი და შეურყეველი - ეს იქნება პასუხი მშვიდობისთვის, ჩვენი ღირსებისთვის“ - პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება
თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველაფერს ფასი დააკარგვინეს. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ან სანქციის მუქარით, ან მისი აღსრულებით ვინმეს შეაშინებენ
არქივი