მკვლელობა ჩადენილია არა მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული შეუწყნარებლობით - კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 სექტემბერი 2024, 13:54

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

„გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული.

დარწმუნებული ვართ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობას და უვადო თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.

მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ეს ნიშნავს იმას, რაც დადასტურებულია, მოწმეები განმარტავდნენ, რომ ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო ტრანსგენდერი ქალი და ამავდროულად მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - აღნიშნა პროკურორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე აქამდე იყო მოლოდინი, თუნდაც თავად „ქართულ ოცნებაში“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება
უკრაინული მედია: „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ის მოწამლეს
არქივი