„ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობელს“ - დაკავებულია გდდ-ის თანამშრომელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 21 სექტემბერი 2024, 11:14

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.


გამოიკითხნენ საქმესთან შეხებაში მყოფი პირები, ჩატარდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რის საფუძველზეც ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცველს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში და ზოგადად რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა“ - „ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის მოსახლეობას შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ვლადიმერ ბოჟაძე: პარტიები, რომლებმაც არც კი იციან ბარიერს გადალახავენ თუ არა, სამი დღეა ჩხუბობენ იმაზე, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და ვინ მეორე
კახა კალაძე: „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი
თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა
არქივი