აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატთა უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 20 სექტემბერი 2024, 20:34

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი ავალდებულებს საიდუმლო სამსახურს, ერთნაირი სტანდარტები გამოიყენოს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დასაცავად.
ინიციატივას, რომელიც ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა წარადგინეს, მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 405-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
დოკუმენტი დონალდ ტრამპზე 13 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოამზადეს, თუმცა კენჭისყრაზე გატანა გადაწყვიტეს ინციდენტის შემდეგ, რომელიც დონალდ ტრამპის გოლფკლუბში მოხდა. გარდა ამისა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კონგრესს მოუწოდებს, გამოყოს მეტი სახსრები უწყებისთვის, რათა უკეთ დაიცვან სახელმწიფოს პირველი პირები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობელს“ - დაკავებულია გდდ-ის თანამშრომელი
21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება
ნანა კაკაბაძე: დასავლეთის ფსევდო დემოკრატიიდან დაქროლა 30-იანი წლების ბოლშევიკურმა სიომ. დღევანდელი სტანდარტით, მათთვის „მიუღებელი“ პირების მიმართ დახვრეტა ჯერ არ მოუთხოვიათ, მაგრამ ლამაზი შეთავაზებული სიტყვით („სანქციით“) უსასტიკესად სჯიან
ბიძინა გიორგობიანი: ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა
არქივი