მამუკა ხაზარაძე - შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 19 სექტემბერი 2024, 00:45

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის [გახარიას] რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში, ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები,სავარაუდოდ, ხვალ დამთავრდება.

მისივე თქმით, მოულაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

„მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.

ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ . რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები , პენსიები, სტუდენტების დასაქმება და რაც მთავარია, ემიგრაციის შეჩერება. ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე.

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის . ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში. ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა . 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება, პარიზში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები
დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა
დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთნაირად უყურებენ ირანისგან მომდინარე საფრთხეს
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდება
არქივი