გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთ საათში განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 18 სექტემბერი 2024, 22:44

„საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან.

„საუბარი მიდის კონსტრუქციულად, ერთ საათში დავბრუნდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნებისთვის გაერთიანების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.

ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება, პარიზში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები
დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა
დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთნაირად უყურებენ ირანისგან მომდინარე საფრთხეს
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდება
არქივი