თამარ ჩიბურდანიძე: „ვოუკიზმს“ უპირისპირდება დღეს თავად ამერიკელების და ევროპელების პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი თურმე ეს „რუსეთუმეობა“ ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 11 სექტემბერი 2024, 14:32

ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, „ვოუკიზმს“ უპირისპირდება ამერიკელი და ევროპელი პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი ასეთ საზოგადოებას „რუსეთუმედ“ მიიჩნევენ.

„უკვე მერამდენედ აკეთებენ ღია განცხადებებს „ვოუკიზმის” წინააღმდეგ ამერიკის და ევროპის მოაზროვნე საზოგადოების წარმომადგენლები. ამაზე ისაუბრა დღეს სატელევიზიო გადაცემაში ამერიკელმა რესპუბლიკელმა, პოლიტიკოსმა ვივეკ რამასვამიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების და რეალური თემების ჩანაცვლება woke (ვოუქ) საკითხებით, რაც რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია.

Wokeism (პროგრესული ლიბერალიზმი) არის ამერიკაში წარმოშობილი ლიბერალიზმის უკიდურესად მძაფრი ფორმა, რომელიც ანადგურებს თავად კლასიკური ლიბერალიზმის მოდელს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი დემოკრატები კაცობრიობის განვითარების უმაღლეს დონედ მიიჩნევენ. თანამედროვე მსოფლიოს კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოება კი კაცობრიობის აღსასრულად მიიჩნევს და ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებს.

„ვოუკიზმი” გაბატონებულია ევროპაშიც. სამწუხაროდ, სწორედ ამ იდეოლოგიით იმართება ძირითადად დღეს ევროკავშირი, მაგრამ არა მასში შემავალი ყველა სახელმწიფო. სახელმწიფოებრივი ინდივიდუალიზმის და იდენტობის მომხრე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ღიად უპირისპირდებიან ამ მიმდინარეობას, თუმცა, ლიბერალიზმის ეს უკიდურესი ფორმა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია.

დღეს „ვოუკიზმს” უპირისპირდება თავად ამერიკელების და ევროპელების დიდი ნაწილი, საქართველოში კი თურმე ეს „რუსეთუმეობა” ყოფილა. ამ იარლიყს აკრავენ „პროგრესული”, სინამდვილეში კი ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეებს.
თუ როგორი პროგრესულია ქალის კაცად, კაცის ქალად გადაკეთება და სამყაროს შემოქმედის ერთადერთი ჭეშმარიტების უარყოფა, ეს მართლაც პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის მიგვინდვია.

ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
არქივი