ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ახალ სიაზე: სანამ არ გავიაზრებთ, რომ კუნთმაგარი ადამიანების პიტბულებივით გამოზრდაში ფულის ხარჯვა უტვინობაა, მანამდე ეგ ხალხი, ყოველთვის იქნებიან რეჟიმის უსიტყვო სამსახურში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 11 სექტემბერი 2024, 14:28

სანამ არ გავიაზრებთ, რომ კუნთმაგარი ადამიანების პიტბულებივით გამოზრდაში ფულის ხარჯვა უტვინობაა, მანამდე ეგ ხალხი, ყოველთვის იქნებიან რეჟიმის უსიტყვო სამსახურში, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ოლიმპიური ჩემპიონების - ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის დასახელებას.

„მანამ სანამ სპორტი ჩამოკიდებულია ბიუჯეტზე, ანუ დროის კონკრეტულ მომენტში იმ ხელისუფლებაზე რომელიც ადგენს, ამტკიცებს და განკარგავს ბიუჯეტს, მანამდე სპორტსმენები მმართველი პარტიის სიაში იქნება სტანდარტული მოვლენა ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, სანამ სახელმწიფო არ ჩაეხსნება სპორტს (კულტურას, ახალგაზრდობას, სოფელს, მთას და ღობე-ყორეს)

ასევე, მანამ სანამ არ გავიაზრებთ, რომ კუნთმაგარი ადამიანების პიტბულებივით გამოზრდაში საკუთარი ფულის ხარჯვა (გადასახადების სახით) უტვინობაა (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), როგორც არ უნდა გვიხაროდეს ჩვენი დროშის დანახვა თუ ჰიმნის მოსმენა (რაც სხვა გზებითაც მიღწევადია), მანამდე ეგ ხალხი, რომლებმაც სხვა არც არაფერი იციან, გარდა მეორე ადამიანის ფიზიკურად დაჩაგვრისა, ყოველთვის იქნებიან რეჟიმის უსიტყვო სამსახურში და ბრძანების შემთხვევაში, ნიღაბს ამოფარებული, გაუერთიანებენ თავ-ყბას ნებისმიერს, ვინც მათთვის დადგმულ სალაფავს საფრთხეს შეუქმნის“, - წერს ჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი