დავით ჩიხელიძე: ქალბატონმა სალომემ სრულად დაივიწყა ქართველი ხალხის ინტერესები - ის დღეს ხალხზე ზევით, მაგრამ დასავლელ ბატონებთან ახლოს დგას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 03 სექტემბერი 2024, 15:28

ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა და ის კოშმარად იქცა“.


როგორც ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ფრაზა შემთხვევითი არ არის და იმას ადასტურებს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი დასავლეთის ნების აღსრულებით არიან დაკავებული.


„სალომეს ფრაზა გახსოვთ? პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც უფრო ზევით. ქალბატონმა სალომემ სრულად დაივიწყა ქართველი ხალხის ინტერესები. ის დღეს ხალხზე ზევით, მაგრამ დასავლელ ბატონებთან ახლოს დგას! აღნიშნულს ადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარმოთქმული სიტყვა, პრეზიდენტი დასავლელი ბატონების ნებას მიყვება და ოცნებას ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების დიდმა მეგობარმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა, სალომეს ფრაზა შემთხვევითი არ არის, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და ქალბატონი პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არის დაკავებული დასავლეთის და ქართული ოპოზიციის ხელწერა იდენტურია, დასავლეთის მეტ ნაკლებად მესმის, მათთვის საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალი უმნიშვნელოა, მაგრამ მიკვირს ოპოზიციის, რომელიც საქართველოს სიძულვილში დასავლეთს ეჯიბრება და რიგ შემთხვევაში სჯობნის კიდეც. ქალბატონმა პრეზიდენტმა კიდევ არაერთი უსამართლო და მცდარი განცხადება გააკეთა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ქართული კანონი კვლავ რუსულად მოიხსენია, იქვე აღნიშნა, რომ ეს კანონი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. რეალობა კი შემდეგია, კანონი მიუღებელია არა ქართველი ხალხისთვის, არამედ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის, რომელიც დასავლეთის გრანტებით საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი