დავით ქართველიშვილი დევიდ კრამერზე: თუ შეიძლება საქართველოს „დაუძინებელ მეგობართა“ შორის ყველაზე ცბიერთა და დაუნდობელთა სია შევადგინოთ, მის სათავეში კრამერი იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 03 სექტემბერი 2024, 14:27

კრამერის სიძულვილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საკუთარი ქვეყნის „ბახმუტიზაციაზე" თქვა უარი - ენით აღუწერელი ემოციაა. მას საქართველო მხოლოდ ერთ იპოსტასში აქვს წარმოდგენილი - მიწასთან გასწორებული, გენოფონდ-განადგურებულიმართლმადიდებლობა-ამოძირკვული და გენმოდიფიცირებული, ცალფეხზე ასკინკილათი მხტომარე ბიომასით დასახლებულ, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ კრამერზე.

მისი განცხადებით, საქართველოში შემოსასვლელად არასასურველ პირთა სია სწორედ კრამერით უნდა იწყებოდეს, იგი ასევე ყველაზე დაუნდობელ „დაუძინებელ მეგობართა" სიაშიც პირველ ადგილზე იქნებოდა. შესაბამისად, ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ კრამერი, რომელიც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს.

„დევიდ კრამერით უნდა იწყებოდეს საქართველოში შემოსასვლელად აკრძალულ, არასასურველ პირთა სია. ეს არის „ადამიანი", რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომის გაგრძელებას თუნდაც უკანასკნელ უკრაინელამდე, მანამ, სანამ „კრამერისებრთა" ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული ეს უკვე ლამის ექს-სახელმწიფო, არ დაამარცხებს რუსეთს. კრამერის სიძულვილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საკუთარი ქვეყნის „ბახმუტიზაციაზე" თქვა უარი - ენით აღუწერელი ემოციაა. მისთვის საქართველო მხოლოდ ერთ იპოსტასში აქვს წარმოდგენილი - მიწასთან გასწორებული, გენოფონდ-განადგურებულიმართლმადიდებლობა-ამოძირკვული და გენმოდიფიცირებული, ცალფეხზე ასკინკილათი მხტომარე ბიომასით დასახლებული.

თუ შეიძლება საქართველოს „დაუძინებელ მეგობართა" შორის ყველაზე ცბიერ და დაუნდობელთა სია შევადგინოთ - მის სათავეში ასევე დევიდ კრამერი იქნებოდა. ბავშვობიდან ის მხოლოდ იმისთვის სწავლობდა გულმოდგინედ რუსულ ენას, რომ კომუნიზმი დაემარცხებინა ყველა „რუსთან" ერთად, რომელთა რიცხვში მისთვის მაშინ ქართველებიც მოიაზრებოდნენ. ის მხოლოდ იმისთვის ეუფლებოდა რუსოფობიის მწვერვალებს, რომ მიწასთან გასწორებულ საბჭოეთში იმავე პროცესებს ჩასდგომოდა სათავეში, რასაც მისი წინაპრები ჩადიოდნენ ინდიელთა ტომების წინააღმდეგ. მისთვის „კარგი უკრაინელი" თუ „კარგი ქართველი" - მკვდარი უკრაინელი და მკვდარი ქართველია.

დღეს დევიდ კრამერისთვის საქართველო - დაუმორჩილებელი „ინდიელთა ტომია", ხოლო მართლმადიდებელი ქართველები - „ფლორიდის სემინოლები" არიან, ინდიელთა ერთადერთი ტომი, რომელიც ფორმალურად მაინც არ დანებდა ფედერალურ მთავრობას, და მასთან არანაირ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. მთავრობას, რომელიც რეალურად რასიზმზე, ლიბერალურ ფაშიზმზე, გენდერულ და კლიმატურ სიგიჟეზე დაფუძნებულ ოლიგარქატს წარმოადგენს. დევიდ კრამერი კი, როგორც მინიმუმ - პერსონა „ნონ-გრატად" უნდა გამოცხადდეს. მისნაირებს იბერიის ღვთივკურთხეულ მიწაზე ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი უნდა აეკრძალოს, მათ ფეხქვეშ ქვესკნელის ლავა უნდა იწვოდეს." - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი