ნინო ფოჩხუა დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში. ამას გაბადრული უსმენს დამსწრე ქართველი მხარე. მეტი რა არის მონობა და აგენტობა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 03 სექტემბერი 2024, 14:21

ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და მაშინ როცა ვიღაც გადამთიელი, რომელსაც მხოლოდ თავისი ინტერესები აქვს ჩვენს ქვეყანაში, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ამას გაბადრულები უსმენს დამსწრე ქართველი მხარე, გაუგონარია. მეტი რა არის მონობა და აგენტობა? - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის გაკეთებული განცხადების თაობაზე.

ფოჩხუას თქმით, ქართველი ხალხი საკადრისს პასუხს გასცემს ამ ღალატს 26 ოქტომბერს.

„ეს კაცი, დევიდ კრამერი, დღესაც, როგორც ადრე, სტუმრობს საქართველოს და შეხვედრებს მართავს დესტრუქციულ ოპოზიციასთან და არა ქართველ ხალხთან, ვისი სახელითაც ლაპარაკობს. ყველას გვახსოვს მისი ადრინდელი სტუმრობა, როცა ინაშვილთან ინციდენტით შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართველოს.
დღესაც, „საერთაშორისო კონფერენციით“ შეფუთულ ღონისძიებაზე, არა და ნაფტალინიდან ამოღებული დელეგატებით არის იქაურობა შევსებული, ვისაც არავინ არაფერს ეკითხება, ბედავს და ჭკუას გვარიგებს. ჩვეულებრივი “კარწინკაა,“ როგორც ყოველთვის, რისი დიდოსტატებიც არიან. ეს კაცი ბედავს და დაუფარავად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და მაშინ როცა ვიღაც გადამთიელი, რომელსაც მხოლოდ თავისი ინტერესები აქვს ჩვენს ქვეყანაში, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ამას გაბადრულები უსმენს დამსწრე ქართველი მხარე, გაუგონარია. მეტი რა არის მონობა და აგენტობა?

წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო, ასეა ამათი საქმე.

ვერ ეღირსებიან, ქართველი ხალხი საკადრისს პასუხს გასცემს ამ ღალატს 26 ოქტომბერს!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი