ზურაბ ქადაგიძე დევიდ კრამერს: სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა, თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 03 სექტემბერი 2024, 12:22

„ხალხი ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

„ვინ დაიდო ამათი ცოდვა, ეს „უსახელო ნაბი****ები“ მოაგროვა, საქართველოს ცენზორად დაუწესა და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის?!

თან, რომ ჰგონია ამ განცხადებით, ოპოზიციას არგო და რადიკალიზმი წაახალისა?!

თქვე საცოდავებო, მრჩეველი მაინც არ გყავთ, აზრი მოჰკითხოთ, გაიაზროთ და გაითავისოთ - საუკუნეებია ვებრძვით, ათასი რჯულის ცენზორს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შევალიეთ მთელი ისტორია და ერთი ნაგავია ჩვენთვის - „ცეკას“ მეორე მდივანი და ამერიკული ფონდის პრეზიდენტი.

ეს 6.5 მილიარდის თემა ხომ ცალკე ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა - ჩვენო საქართველოს მოვახმარეთ ეს ფულიო…

სინამდვილეში - საკუთარ არასამთავრობოებს აძლიეს, ინახეს წლების განმავლობაში და ამერიკულ ინვესტიციად „გვატენიან“.

სწორედ ეგ ანერვიულებს ამას, რომ არასამთავრობოების გასათეთრებელი „მაყუთებით“ ვეღარ ისარგებლებენ, ვეღარ გამართავენ ფორუმებს და რა უსახელოც იყო, იგივე დარჩება.

ერთი ჭეშმარიტებაცაა - 30 წლის განმავლობაში, ვერავინ დაასახელებს ამერიკულ, მსხვილ, რეალურ ინვესტიციას საქართველოში, რადგან ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. (თაღლითი „ფრონტერას“ გარდა)

ჰო და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ - თქვენი მონა სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში!

აი, ეგ მუცლის გვრემა აქვს ბატონ კრამერს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი