ზაალ ანჯაფარიძე: დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ, რომელიც მათ აწყობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 28 აგვისტო 2024, 17:08
დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, რომლის ადმინისტრირებაც კანონის სრული დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით მიმდინარეობს, ისევე როგორც წინა წლებში, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ რომელიც მათ აწყობთ, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 


ანჯაფარიძის თქმით, უკვე 12 წელია დასავლელმა დამკვირვებლებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სერიოზული ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოში ჩატარებული რომელიმე არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეტანათ.

„როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიჩიჩინებენ, უკვე მერამდენედ, რომ გვსურს ვიხილოთ თქვენთან თავისუფალი და ა.შ. არჩევნებიო, საინტერესოა, ჩვენ რა იგივე არ გვსურს?! მიუხედავად იმისა ვინ ვისი მომხრეა.
უკვე 12 წელია დასავლელმა დამკვირვებლებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სერიოზული ხელჩასაჭიდი, რომ ჩვენთან ჩატარებული რომელიმე არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეტანათ, მიუხედავად ადგილობრივი თუ გარე აქტორების არაერთი მცდელობისა, არჩევნების დელეგიტიმაცია მოეხდინათ. 
დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, რომლის ადმინისტრირებაც კანონის სრული დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით მიმდინარეობს, ისევე როგორც წინა წლებში, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ, რომელიც მათ აწყობთ. 
ხალხის არჩევანს დაემორჩილებიან მხოლოდ მაშინ თუკი დარწმუნდებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, ისევე როგორც ადრე მომხდარა არაერთხელ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი