ბედის განგებით, პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა, მათ შორისაა სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც პუტჩის დაწყებისთანავე გადაბარგდა ბეპაევის და კიტოვანის ომის პარტიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 23 აგვისტო 2024, 22:04
ისე მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლო წლებში, უამრავ ღირსეულ ადამიანთა გვერდით, ბედის განგებით პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა. მათ შორისაა ქართული სასამართლოს და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე,  -  წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით,  ჯაფარიძე ამაყობს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერია, ამავდროულად კი, მისი პარტია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბევრ მტრულ ნაბიჯს დგამს. გიორგობიანი ასევე აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე პუტჩის დაწყებისთანავე გადაბარგდა ბეპაევის და კიტოვანის ომის პარტიაში. 

"ისე მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლო წლებში, უამრავ ღირსეულ ადამიანთა გვერდით, ბედის განგებით პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა. მათ შორისაა ქართული სასამართლოს და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე. იგი ამაყობს რომ სიგნატორია, ამავდროულად მათი “ლელო” საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იმდენ მტრულ ნაბიჯებს დგამს, უკვე ნაცებსაც ასწრებენ ამ საქმეში. მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობო, რომ ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად ჩვენი საარჩევნო სიით გახდა პარლამენტის წევრი 1990 წელს, მაგრამ თბილისში პუტჩის დაწყებისთანავე გადაბარგდნენ სუფიან ბეპაევის და თენგიზ კიტოვანის ომის პარტიაში და ტყუილად ჰყვებიან ზღაპრებს საკუთარ პრინციპულობაზე." - წერს ბიძინა გიორგობიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი