ნინო ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე ოპოზიციის გამოხმაურებებზე: სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ, ადამიანმა არ უნდა იკადრო ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს ადამიანობის არაფერი სცხიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 13 აგვისტო 2024, 17:30

„უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იმის იქით რომ არაფერია, მაგრამ ძალიან მძიმე რამე უნდა დავწერო, რადგან რადიკალებმა კვლავ იკადრეს და ტრაგედიით ხელისუფლების გაშავება და პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მისთვის არსებული ინფორმაციით ბავშვები დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად.

მისივე თქმით, ოჯახს არც ფინანსური პრობლემა ჰქონია - სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და ასევე, თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ.

„უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იმის იქით რომ არაფერია, მაგრამ ძალიან მძიმე რამე უნდა დავწერო, რადგან რადიკალებმა კვლავ იკადრეს და ტრაგედიით ხელისუფლების გაშავება და პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს. აუცილებლად მიმაჩნია ეს ვთქვა - ჩემი უახლოესი ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ბავშვები დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად. ადგილობრივებმა კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი! პოლიციამ ძლივს მიაკვლია ბათუმში და გალეშილი მთვრალი ზუგდიდში წაიყვანა. ოჯახს არც ფინანსური პრობლემა ჰქონია - სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და ასევე, თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ. ადამიანმა არ უნდა იკადრო ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს ადამიანობის არაფერი სცხიათ. ისინი ხომ გვამებზე მოცეკვავე სვავები არიან! გადარჩენილ ბავშვებს რაც შეეხება, სასწრაფოდ უნდა მოაშოროს სახელმწიფომ ისინი „მშობელს“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი