დავით ქართველიშვილი: გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა - 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე - რუსული იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 09 აგვისტო 2024, 14:06

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების აბსურდულობას უსვამს ხაზს.

„გუშინდელ დღეს რა დამაკლდა, იცით? სექტანტების, დაახლოებით ასეთი, განცხადება: „2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მართალია მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე - რუსული იყო. დაიწყო ეს ომი და პუტინთან გარიგების გზით - ოკუპაციით დაასრულა. სწორედ ამ „რუსულ ოცნებას“ გულისხმობდნენ ჩვენი გმირი დეპუტატები ევროპარლამენტის 2008 წლის ოქტომბრის სხდომაზე, სადაც რეზოლუციაში ჩაიწერა - დიახ, ომი „რუსულმა ოცნებამ“ დაიწყო, რომელსაც მაშინაც და ახლაც, სამარცხვინოდ „ქართველ ხალხად“ მოიხსენიებენ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გმირული თავდადების წყალობით, „რუსულმა ოცნებამ“ პუტინი თბილისამდე არ შემოუშვა და ამიტომაც იზეიმა ქვეყნის პატრიოტულმა ნაწილმა, აგვისტოს ცხელ დღეებში, პუტინზე ეს გამარჯვება. მაგრამ პუტინმა შური მაინც იძია და გმირი სააკაშვილი დღეს ციხეში კვდება, ხოლო კატაკომბებიდან გამოსული „ქართული ოცნება“ დღეს, თბილისის პუტინისთვის საბოლოოდ ჩაბარებისთვის ემზადება...“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი