დავით ქართველიშვილი: „ნაცებმა“ დღესაც მოინახულეს თავისი პროვოკაციის გამო დაღუპული მეომრების მემორიალი და გვირგვინითაც შეამკეს იგი, უბრალოდ გვირგვინს აკლდა წარწერა: „თანამკვლელებისაგან!"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 07 აგვისტო 2024, 16:17

გრძელდება ნაცების მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, სხვა რაღა დარჩენიათ. მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი - 9 მაისს, 7 აგვისტო - 8 აგვისტოს. იმ რვა აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში, რომელიც თავისივე პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად და დოკუმენტურად არაერთგზის არის აღიარებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დღესაც არ უღალატა ჩვეულებას და საკუთარ პროვოკაციას შეწირული ჯარისკაცების საფლავები 7 აგვისტოს მოინახულა. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ ახირებას საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებიც აჰყვნენ, რომლებიც წელს პირველად ღიად არიან ჩართული საკუთარი აგენტურის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესებში.

„გრძელდება ნაცების მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, სხვა რაღა დარჩენიათ. მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი - 9 მაისს, 7 აგვისტო - 8 აგვისტოს. იმ რვა აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში, რომელიც თავისივე პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად და დოკუმენტურად არაერთგზის არის აღიარებული.

დღესაც არ უღალატეს თავის წეს-ჩვეულებას - დეტექტიური ჟანრის კინემატოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც მკვლელი როგორც წესი ესწრება თავისი მსხვერპლის დაკრძალვას და მერეც ხშირად აკითხავს მის საფლავს - ნაცებმა დღესაც მოინახულეს თავისი პროვოკაციის გამო დაღუპული მეომრების მემორიალი და გვირგვინითაც შეამკეს იგი. უბრალოდ გვირგვინს აკლდა წარწერა: „თანამკვლელებისაგან!".

ნაცების ამ ახირებას დღეს აჰყვა საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის მრავალი წარმომადგენელი, რომელიც წელს პირველად ღიად მონაწილეობს ჩვენს საარჩევნო პროცესებში, თავისთავად საკუთარი აგენტურის სასარგებლოდ. 25 დეკემბერი, 8 მაისი და 7 აგვისტო - ეს არის მათი „ვირტუალური საქართველოს" და ვირტუალური „ქართველი ხალხის" საზეიმო თარიღები. ისეთივე საზეიმო, რა ზეიმით აღნიშნავდა 2008 წლის აგვისტოს დღეებში სააკაშვილი ჩვენს „ისტორიულ გამარჯვებას"..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი