ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი - აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 22 ივლისი 2024, 23:54

სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.“ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ოპოზიციის რიტორიკის ცვლილებას აფასებს. ქადაგიძე იხსენებს რუსეთთან მიმართებით ოპოზიციის განცხადებებსაც და აღნიშნავს, რომ რუსოფობიის გაღვივების შემდეგ, ოპოზიცია რუსეთთან ექსპორტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვალა ტრამპთან მიმართებითაც - თუ დონალდ ტრამპი აქამდე ამერიკის სირცხვილი იყო ქართული ოპოზიციისთვის, დღეს მას დემოკრატიის დამცველს უწოდებენ.

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.
ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ.
ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო…
ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…
საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.
ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი