არ იქნებოდა ურიგო, მათ მიერ პრეზიდენტ ტრამპის, პრორუსად და პუტინის პროექტად მოხსენიების ყველა ფაქტი მოვაგროვოთ და წინ დავუდოთ პირველ რიგში მათ და მერე საზოგადოებას. იგრძნეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მარცხის მოახლოება და გადანაცვლებას ცდილობენ სხვა ბანაკში, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით იგი რესპუბლიკური პარტიის მიერ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ფაქტს ეხმიანება.
„ნებისმიერი ნაცაქტივისტის ფბ კედელს რომ ჩაუყვე, ეგრევე შეატყობ აქტივობას პრეზიდენტ ბაიდენის მხარდასაჭერად. პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც მისმა რეიტინგმა რეკორდულად მოიმატა (მანამდეც საკმარისი ჰქონდა), ეს უბადრუკები ეგრევე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებად მოგვევლინნენ. არ იქნებოდა ურიგო, მათ მიერ პრეზიდენტ ტრამპის, პრორუსად და პუტინის პროექტად მოხსენიების ყველა ფაქტი მოვაგროვოთ და წინ დავუდოთ პირველ რიგში მათ და მერე საზოგადოებას. იგრძნეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მარცხის მოახლოება და გადანაცვლებას ცდილობენ სხვა ბანაკში რამენაირად. ისე, სააკაშვილი ისეთივე ლიბერალია, როგორც მე ვარ ოშოს მიმდევარი. რა გაეწყობა, ეს არის მისი ხასიათი, გასვენებაში მიცვალებულობა უნდა და ქორწილში ნეფეობა, თიკაც, ალბათ, ამას უჩიჩინებს გამალებით“, - წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |