55
20 ივლისი 2024, 15:24
„აგენტობის ბრალდებით გასამართლებული სენატორი მენენდესი თავის დროზე საქართველოს შესახებ კრიტიკით იყო დაკავებული. რამდენად კრიტიკული იქნებოდა ბატონი მენდესი თუ ეგვიპტელების მიერ გადახდილი თანხის ნახევარს საქართველო გადაუხდიდა?!“, - წერს ექსპერტი, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უცხოელი პოლიტიკოსების სიტყვამ სწორედ იმიტომ დაკარგა ფასი, რომ გარკვეული ანაზღაურების გამო, საზოგადოება ხშირად არაობიექტურ და მიკერძოებულ ინფორმაციას იღებს.
„აგენტობის ბრალდებით გასამართლებული სენატორი მენდესი თავის დროზე საქართველოს შესახებ კრიტიკით იყო დაკავებული. რამდენად კრიტიკული იქნებოდა ბატონი მენდესი თუ ეგვიპტელების მიერ გადახდილი თანხის ნახევარს საქართველო გადაუხდიდა?! ალბათ დემოკრატიის შუქურად მოიხსენებდა! ამიტომაც დაკარგა უცხოელი პოლიტიკოსების სიტყვამ ფასი, როცა გარკვეული ანაზღაურების გამო, ხშირ შემთხვევაში, არაობიექტურ და მიკერძოებულ ინფორმაციას ვიღებთ“, - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |