ლევან ნიკოლეიშვილი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია, როცა ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობოები და დე ფაქტო პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ სხვადასხვა დესტრუქციული სცენარზე ფიქრობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 20 ივლისი 2024, 11:29

კარგია, როცა ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, - წერს ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოსაზრება და კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია არეულობის მოწყობას განიხილავს.

კარგია, როცა ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სიტყვა და კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია, იმ ფონზე როცა ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და დე ფაქტო პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ „გაყალბდა“-ს გამო არეულობას და სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ამუშავებაზე ფიქრობენ.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველას, ვისაც შეცდომა დაუშვია საქართველოსთან ურთიერთობაში, ერთ-ერთი მიზეზით, ჩვენი ხასიათზე და მენტალიტეტზე არასწორი წარმოდგენა ჰქონიათ. არჩევნების ბედს ამ ქვეყანაში წყვეტს მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად ნებისმიერი შანტაჟის ფორმა რომ ეს არ არის ევროპული ღირებულები და რაღაცით ჩვენ დავშორდებით ან ევროკავშირს ან ნატოს, უკვე ძალიან იაფფასიანი პროვოკაცია გახლავთ. ჩვენი ამომრჩეველი აირჩევს იმ პარტიას და იმ ხალხს რომელიც მისთვის და მისი ქვეყნისთვის მისაღებია.

ისე, ამ არჩევნების დროს პლებისციტიც რომ ტარდებოდეს ერთი მარტივი შეკითხვით მისაღებია თუ არა ჩვენთვის ნეიტრალური სახელმწიფოს მოდელი, დარწმუნებული უამრავი ადამიანი გასცემდა დადებით პასუხს, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი უბრალოდ დაიღალა ევროატლანტიკური დაპირებების მძევლობითა და მათი მხრიდან უამრავი შანტაჟით.” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი