56
19 ივლისი 2024, 11:24
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
როგორც ქართველიშვილი წერს, ამ კომპონენტში უკრაინას და მოლდოვას როგორ "დავეწიოთ" - ზურაბიშვილის რეკომენდაციას გაეცნობოდა კაცი.
„მორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში: "პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით" საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ კომპონენტში უკრაინას და მოლდოვას როგორ "დავეწიოთ" - ზურაბიშვილის რეკომენდაციას გაეცნობოდა კაცი...“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |