დავით ქართველიშვილი: სანამ ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები ზეიმობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე „მოჟოჟკილ“ 30 მილიონს, გერმანიამ უკრაინას 2025 წლისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაუნახევრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 17 ივლისი 2024, 16:17

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2025 წლისთვის გათვალისწინებულ ფინანსური დახმარების განახევრებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „საინტერესოა, რა კომენტარს გაუკეთებენ ამას ჩვენი „გლავკანალიზაციის“ ქსელში...“.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების პაკეტმა 8 მილიარდი შეადგინა, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მხოლოდ 4 მილიარდია გათვალისწინებული.

„უკვდავი ანეკდოტი გამახსენდა. ერთი სოფლელი კაცის წახალისება რომ გადაწყვიტეს ზეცაში და ანგელოზი მიუვლინეს წინადადებით: შენ დაიმსახურე ჯილდო შენი კარგი ცხოვრებით, ოღონდ ერთი პირობით - რასაც მოისურვებ, შენს მეზობელს ორჯერ მეტი მიეცემა. დაფიქრდა „კეთილი“ ადამიანი და ყოველდღე 120/80-ზე წნევა რომ მქონდესო. ახლა კი ასიმეტრიული რეალობა - ოღონდ არა წახალისებაზე, არამედ დასჯაზე.

სანამ ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები ზეიმობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე „მოჟოჟკილ“ 30 მილიონს, გერმანია უფრო შორს წავიდა და უკრაინას 2025 წლისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაუნახევრა. წელს თუ ამ თანხამ 8 მილიარდს მიაღწია, 2025 წლის განსახილველ ბიუჯეტში მხოლოდ 4 მილიარდია გათვალისწინებული. ბუნდესტაგში აღნიშნული წინადადების განხილვა მიმდინარეობდა სერიოზული პარტიული დაპირისპირებების ფონზე. საინტერესოა, რა კომენტარს გაუკეთებენ ამას ჩვენი „გლავკანალიზაციის“ ქსელში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი