თამარ ჩიბურდანიძე: ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 17 ივლისი 2024, 12:29

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დეზინფორმაციულ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის უკანასკნელი შანსია.

თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ არჩევნები რთული იქნება, თუმცა მშვიდობისა და სიმართლის გამარჯვებით დასრულდება. მისი თქმით, მოსახლეობას არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სადაც ბუნებრივია ხალხი სიმართლესა და წინსვლას აირჩევს.

გუშინდელი დღის შემდეგ, დაინახეს რა სრულად მობილიზებული ძლიერი სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიცია ჩართავს დეზინფორმაციის ნაკადს და დაიწყებს კვლავ ბინძურ საარჩევნო კამპანიას. ვიხილავთ იმავეს, რაც ვიხილეთ გაზაფხულზე და ალბათ კიდევ უფრო მეტს, რადგან ეს არჩევნები მათთვის ბოლო შანსია და უკან არაფერზე დაიხევენ, მათ შორის, ძალადობაზე.

ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. რთული იმიტომ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თავიანთი ლიბერალური ფაშიზმით ბოლომდე შემოგვიტევენ არა მარტო ჩვენ, არამედ, ქვეყანას. თუმცა, უახლოესმა წარსულმა აჩვენა, რომ ისინი შედეგს ვერც ხელისუფლებასთან და ვერც საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებით ვერ აღწევენ. პირიქით, თავად ზიანდებიან.

ამ არჩევნებში ქართველ ხალხს მარტივი არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, რეალურ და ყალბ პატრიოტიზმს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სუვერენიტეტსა და უსიტყვო მორჩილებას შორის. ბუნებრივია, ხალხი ირჩევს მხოლოდ სიმართლეს და წინსვლას. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა დამაჯერებელმა გამოსვლამ, საზოგადოებაში კიდევ ერთხელ განამტკიცა მოლოდინები იმის შესახებ, რომ საქართველო უკან არ დაიხევს და მხოლოდ წინ ივლის ღირსეული განვითარების გზაზე,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი