დავით ქართველიშვილი უნგრეთის თავმჯდომარეობაზე ევროკომისიის ბოიკოტის შესახებ: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 16 ივლისი 2024, 15:07

მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას-წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიამ“ ევროპაში ვერც ფუცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში - ვერც ტრამპი.

„თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი კინემატოგრაფიული ფრაზა: „ყველას ვერ დახვრეტთ!“. სხვა კომენტარს ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას ვერ გავუკეთებ. ჯერ იყო და მან მოუწოდა უნგრეთში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო უწყებების მინინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებისაკენ, და იმავე თარიღებში იგივე მინისტერიალი სულ სხვა ლოკაციაზე დანიშნა.

და აი, მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას.

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიამ“ ევროპაში ვერც ფიცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში - ვერც ტრამპი. ეს არის ამ ომში გარდაუვალი წაგების ისტერიული და უტყუარი ნიშანი. ეს არის აგონია და „პაციენტის“ კლინიკური სიკვდილის ფაზაში შესვლა, რასაც რეანიმაციული ღონისძიებები ვეღარ უშველის“,-წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი