ზაალ ანჯაფარიძე: ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც "ფერადი რევოლუციების" სამიზნეებად არის შერჩეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 15 ივლისი 2024, 16:12
ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც "ფერადი რევოლუციების" სამიზნეებად არის შერჩეული.


„ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით.
ჯერ იყო და ე.წ. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატთა ვოიაჟი დააფინანსეს საქართველოს ქალაქებში, ვითომდა ევროინტეგრაციაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. არადა, როგორც შევიტყვე, მათ შორის შეხვედრების მონაწილეებისგან, ძირითადი დრო ხელისუფლების ლანძღვას და დამსწრეებში ანტი-სახელისუფლებო განწყობების გაღვივებას დაეთმო.
ახლახანს, მსგავსი თავყრილობა, ისევ NDI-ს დაფინანსებით, ჩატარდა წნორში, რომელიც ფაქტიურად "ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადაიქცა. არადა, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახსნილა. გგონიათ საქართველო გამონაკლისია? არა! იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც "ფერადი რევოლუციების" სამიზნეებად არის შერჩეული“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი