ვლადიმერ ბოჟაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ: ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 14 ივლისი 2024, 15:59

ქართულმა საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარა, მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა საფრთხე რომ რეალურია ეს დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც სურს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობა, საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაცია, ძალა რომელიც ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახს და ტრადიციებს.

„ლიბერალური ფაშიზმი დასაგმობია და უნდა დასრულდეს. გლობალური ომის პარტიის წინაშე პრეზიდენტი ტრამპიც კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, ყველა ვინც კი მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება ტყვიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, დღეს ამერიკაში, მანამდე ევროპაში, 2024 წლის 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს ესროლეს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც სურს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობა, საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაცია, ძალა რომელიც ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახს და ტრადიციებს. ქართულმა საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარა, მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა საფრთხე რომ რეალურია ეს დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, საქართველოს კი მშვიდობას და სტაბილურობას!“, - წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი