დავით ჩიხელიძე: 2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის მასშტაბის ბოლო ადგილზე ვიყავით, დღეს კი ევროპის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, ვუსწრებთ ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 14 ივლისი 2024, 12:42

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. 2012 წლის შემდეგ საქართველოს შედეგი 20,1 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც უპრეცედენტო ზრდა არის, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია მოხდა და დღეს საქართველოს დასავლური სტილის მართლმსაჯულების სისტემა აქვს, რომელიც პოლიტიკურ, თუ სხვა სახის ჩარევებს გამორიცხავს.

„2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის მასშტაბის ბოლო ადგილზე ვიყავით (რუსეთთან და ბელარუსთან ერთად) დღეს კი ევროპის ერთ ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, ვუსწრებთ ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. რა თქმა უნდა ვუსწრებთ მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ ევროპის, აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკური ნარატივი შემდეგია, საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, მერე რა, რომ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. 2012 წლის შემდეგ საქართველოს შედეგი 20,1 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც უპრეცედენტო ზრდა არის. ქართული ოცნების პირობებში, სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია მოხდა, დღეს საქართველოს დასავლური სტილის მართლმსაჯულების სისტემა აქვს, რომელიც პოლიტიკურ, თუ სხვა სახის ჩარევებს გამორიცხავს. ბოლო ადგილიდან, ლიდერის პოზიციამდე სწორედ ეს გზა გაიარა საქართველომ, რომელიც რა თქმა უნდა იყო რთული მაგრამ აუცილებლად გასავლელი“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი