ზურაბ ქადაგიძე ბიუჯეტის ზრდაზე: ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ჯერ გამოყოფილი და შემდეგ შეჩერებული 30 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის მაგივრად, ადგილობრივ „ენჯეოკრატებს” გადასცეს, რაიმეს დააკლებს ჩვენ თავდაცვის ძალებს, ძალიან ცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 11 ივლისი 2024, 17:47

სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მთავრობას, კონკრეტულ სფეროებს დაეხმაროს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ბიუჯეტის ზრდის შესახებ.

ქადაგიძის თქმით, ეკონომიკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელსაც ასე პრინციპულად და ხისტად იცავს საქართველოს მთავრობა

„ნახევარი მილიარდით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და აქედან 100 მილიონი ლარი თავდაცვას დაემატება…
დიახ, ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ჯერ გამოყოფილი და შემდეგ შეჩერებული 30 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის მაგივრად, ადგილობრივ “ენჯეოკრატებს” გადასცეს, რაიმეს დააკლებს ჩვენ თავდაცვის ძალებს, ძალიან ცდება!
სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მთავრობას, კონკრეტულ სფეროებს დაეხმაროს.
აი, ეკონომიკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელსაც ასე პრინციპულად და ხისტად იცავს საქართველოს მთავრობა.
ასე რომ, თქვენ ლომჯარია-გიგაურს გადაურიცხეთ ეგ 30 მილიონი, ხოლო სახელმწიფოს იმდენი რესურსი აქვს, რომ ნებისმიერი დეფიციტი აღმოფხვრას და მეტიც, გაზარდოს თავდაცვის დაფინანსება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი