დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე: აშშ უკიდურესად „აღმაშფოთებელ" ლოკაციებზე შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით კურიერს აგზავნის ხოლმე, თუმცა იმავეს ინდოეთს ვერ უბედავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 11 ივლისი 2024, 12:10
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, აშშ უკიდურესად „აღმაშფოთებელ" ლოკაციებზე შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით კურიერს აგზავნის ხოლმე და სწორედ ამ მიზნით იმყოფება დღეს მათი წარმომადგენელი საქართველოში, თუმცა იმავეს ინდოეთს ვერ უბედავს და მასთან მიმართებით შეშფოთებას მხოლოდ დისტანციურად გამოხატავს.  


„დილით, ყავის დალევის წინ, მეთიუ მილერთან თანაშემწეს შეაქვს ენტონი ბლინკენთან შეთანხმებული „დღის შეშფოთებათა" ნუსხა, შემდეგი გრადაციის მიხედვით: „გაკვირვებიდან" და „იმედგაცრუებიდან" დაწყებული, „აღშფოთებული შეშფოთებით" და „შეშფოთებული აღშფოთებით" დამთავრებული. 

ამ გრადაციის მიხედვით, მეთიუ მილერს შემდგომ უწევს ბრიფინგებზე შესაბამისი სახის გამომეტყველების დაყენებაც. საქართველო ბოლო ორი წელიწადი ამ ნუსხაში „აღშფოთებული შეშფოთების" და „შეშფოთებული აღშფოთების" კატეგორიაში გადის. ინდოეთს ამდენს ვერ უბედავენ და ამიტომ მხოლოდ „შეშფოთებით" იფარგლებიან. 

შეშფოთებათა მიხედვით დღის წესრიგის აგების შემდეგ, იგეგმება სამივლინებო განრიგიც. უკიდურესად „აღმაშფოთებელ" ლოკაციებზე, შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით (მაგალითად, საქართველოში), აგზავნიან კურიერს - სწორედ ამ მიზნით გვეწვია დღეს მათი „გლოვოს" წარმომადგენელი. 

ინდოეთის მასშტაბის ქვეყნებში შეშფოთებათა ჩატანა ეშინიათ - იქ კურიერი შეიძლება უბრალოდ იცემოს. ამიტომ ინდოეთს აშინებენ დისტანციურად, ვირტუალურ რეჟიმში, ბრიფინგზე აღშფოთებული სპიკერის შესაბამისი შეშფოთებული სახის გამომეტყველების მეშვეობით. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც უნდა ვიცოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის „საიდუმლო იარაღის" თაობაზე.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი