76
11 ივლისი 2024, 11:55
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დასავლეთი სანქციების თემით სპეკულირებს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი თამაშის წესებით თამაშობს– ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროსტატის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 259 მლრდ ევრო შეადგინა - 55 მლრდ ევრო ექსპორტი და 204 მლრდ იმპორტი ევროკავშირისთვის.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები მასებზე ზემოქმედების და საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითია, ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დასავლეთი სანქციების თემით სპეკულირებს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი თამაშის წესებით თამაშობს.
ევროსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან ექსპორტს აქტიურად ახორციელებენ და ლიდერ პოზიციებს არ თმობენ, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი - 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.
საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა.
სრული სურათის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ევროკავშირი რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა
2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 259 მლრდ ევრო შეადგინა - 55 მლრდ ევრო ექსპორტი და 204 მლრდ იმპორტი ევროკავშირისთვის.
აღნიშნული მონაცემები მასებზე ზემოქმედების და საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითია, ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს. აბსურდულია საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები მაშინ, როცა თვითონ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არათუ წყვეტენ, არამედ აღრმავებენ“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |